პოლონელი კინოდოკუმენტალისტების ვორქშოპი თეატრალურ უნივერსიტეტში

27 და 28 სექტემბერს, თანამედროვე დოკუმენტური კინოს საერთაშორისო პროექტის “Young Europe” (ახალგაზრდული დოკუმენტური კინოპროექტების დაფინანსების პროგრამა) ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონელმა კინოდოკუმენტალისტებმა ვორქშოფი ჩაატარეს. ინფორმაციას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ავრცელებს. 

პოლონელმა კინოდოკუმენტალისტებმა  – ანჟეი ვაიდას კინოსკოლის პედაგოგმა – რეჟისორმა იაცეკ ბლავუტიმ, ვროცლავის სახელოვნებო აკადემიისა და ანჟეი ვაიდას კინოსკოლის კურსდამთავრებულმა – იაცეკ პიოტრ ბლავუტმა და ლოძის ეროვნული კინოსკოლის პედაგოგმა რეჟისორმა და პროექტის კოორდინატორმა მიროსლავ დემბინსკიმ ვორქშოპი კინო-ტელე ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებს,  მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე – სტუდენტებს  ბელარუსიიდან ჩაუტარეს.