ფინეთში მიმდინარე U23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე სამი მედლის მფლობელი გახდა.
კახი ასანიძემ 73 კგ. წონით კატეგორიაში 143/146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო აკვრაში თავი 170/174 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასანიძემ ორჭიდის ჯამში მოგროვილი 320 კილოგრამითაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
U 23 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა, პირადი მწვრთნელი კი თემურ ჯანჯღავა