27 და 28 სექტემბერს, თანამედროვე დოკუმენტური კინოს საერთაშორისო პროექტის “Young Europe” (ახალგაზრდული დოკუმენტური კინოპროექტების დაფინანსების პროგრამა) ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონელმა კინოდოკუმენტალისტებმა ვორქშოფი ჩაატარეს. ინფორმაციას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ავრცელებს.
პოლონელმა კინოდოკუმენტალისტებმა – ანჟეი ვაიდას კინოსკოლის პედაგოგმა – რეჟისორმა იაცეკ ბლავუტიმ, ვროცლავის სახელოვნებო აკადემიისა და ანჟეი ვაიდას კინოსკოლის კურსდამთავრებულმა – იაცეკ პიოტრ ბლავუტმა და ლოძის ეროვნული კინოსკოლის პედაგოგმა რეჟისორმა და პროექტის კოორდინატორმა მიროსლავ დემბინსკიმ ვორქშოპი კინო-ტელე ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე – სტუდენტებს ბელარუსიიდან ჩაუტარეს.