„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი გაეროს არტ-კოლექციას გადაეცა

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერის ნახვას, რომლის გაფორმებაც ქართველ მოქანდაკეს, გუჯი ამაშუკელს ეკუთვნის, ამიერიდან გაეროს მრავალრიცხოვანი სტუმრები შეძლებენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილი სამუზეუმო ეგზემპლარი მხატვრებისა და კალიგრაფების მიერ არის შედგენილი, რაც გამოცემას უნიკალურსა და მეტად ღირებულს ხდის.

“”ვეფხისტყაოსანი”, როგორც ქართული და მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ჰუმანიზმის ჰიმნი, საქართველოს იდენტობის და მსოფლიო ცივილიზაციაში მისი უდიდესი წვლილის დასტური, ამიერიდან გაეროს კოლექციიდან მიიპყრობს მსოფლიო ყურადღებას.“ – ნათქვამია დავით ზალკალიანის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.