10 სექტემბერს, ნიდერლანდების სამეფოში გოჩა ლაღიძის პერსონალური გამოფენა “The Iron Secret Keeper” გაიხსნა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ბატონი გოჩას მიერ რესტავრირებული და შექმნილი ქართული და ევროპული საბრძოლო იარაღები, აბჯრები და სხვა.
„ბედნიერი ვარ, რომ პატივი მხვდა წილად გამეკეთებინა პრეზენტაცია ჩვენი უნიკალური სამშობლოს შესახებ და ჩემი კომპანიის ღვინოებიც 6 თვის მანძილზე პერსონალურ გამოფენასთან – “The Iron Secret Keeper” ერთად პატარა წვლილს რომ შეიტანენ საქართველოს ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაში“. – განაცხადა თიკა სვანიძე ვენკომ,
კომპანიის პირველი პროდუქტი “მეფის რჩეულია”, ექსკლუზიური ღვინო, რომელიც ისტორიების გასაცოცხლებლად შეიქმნა, სპეციალურად ერეკლე მეფის 300 წლის იუბილის აღსანიშნავად, 2020 წელს, გამოჩნდა ღვინის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ბლენდი რუდუნებითაა შერჩეული, და გადმოცემის თანახმად, ერეკლე მეორის რჩეულ ღვინოს წარმოადგენდა.
გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იყო მეფე ერეკლე II-ს ხმლის საავტორო ასლი, რომელიც დამზადებულია ამჟამად ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ქართველი მხატვრის, რესტავრატორისა და მეიარაღეს გოჩა ლაღიძის მიერ.
სწორედ ეს უნიკალური ღვინო ელოდებათ ქ. ბერხენ ოპ ზოომის მუზეუმში ღვინისა და ისტორიის მოყვარულებს. ამასთან ერთად მუზეუმის ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ისტორიას, რომელიც ყოველი ღვინის ბოთლზე დატანებული სპეციალური QR კოდით იქნება შესაძლებელი. ბრენდის კონცეფცია აგებულია ქართულ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე აქცენტირებით.