ავიაკომპანია Flynas-ი ზაფხულისს ეზონზე ყოველკვირეულად ახორცილებდა 21 პირდაპირ ფრენას რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით.
რეგულარული რეისები ორ ქვეყანას შორის შესრულდება მთელი წლის განმავლობაში.
„2021 წლის 20 სექტემბერს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორთან, ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანასთან. მომავალი წლის საზაფხულო სეზონზე დაიგეგმა ახალი მიმართულებების დამატება და არსებული სიხშირეების გაზრდა.“ – ნათქვამია საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.