საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, 9-12 სექტემბერს, უკრაინაში UX/UI დიზაინერების გლობალური შეჯიბრი MeOut Kiev 2021 გაიმართა.
შეჯიბრში გამარჯვება ქართველი მონაწილეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.
GITA • Tech Park-ი ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში Gita – ს და უნგრული ორგანიზაცია MeOut-ის ორგანიზებითა და Visegrad Fund-ის დაფინანსებით, თბილისში გაიმართება რეგიონში ყველაზე დიდი საერთაშორისო ჰაკათონი – HackMeOut Tbilisi 2021, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 250 დეველოპერი, როგორც საქართველოდან ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებიდან.