დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი, იგივე მარკიზ დე სადი XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერალია, „ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი“ მისი პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. წიგნი მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამომცემლობა „ინტელექტმა” გამოსცა , ფრანგულიდან კი ვალერი ოთხოზორიამ თარგმნა. „ფილოსოფია ბედუარში“ ქართველი მკითხველისათვის 15 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„ფილოსოფია ბუდუარში“ ავტორმა 1795 წელს დაწერა. ესაა ერთი მხრივ რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“ შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა“ წერს გამომცემლობა „ინტელექტი“