არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ მაკედონიურ ენაზე გამოვიდა. ინფორმაციას სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს. წიგნი გამომცემლობა Prozart Media-მა გამოსცა; მთარგმნელი – Marija Trajkoska
წიგნის შესახებ: „ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც…“
შეგახსენებთ, რომ “სალამურას თავგადასავალი”- ბავშვების საყვარელი ქართული ნაწარმოები უკვე თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ, ხორვატიულ და იაპონურ ენებზე.