ნათია ჭიჭინაძის ტრეკი “Sleep on me” „Lucifer“ -ის ეპიზოდში მოხვდა

ქართველი მუსიკოსის Сreams – ის, იგივე ნათია ჭიჭინაძის მუსიკა Netflix-ის ცნობილი სერიალისლუციფერისახალ სეზონში გაჟღერდა. ინფორმაციას მუსიკოსი თავის ფეისბუქ გვერდზეზე ავრცელებს:

“ყველგან მინდა დავწერო, რომ ჩემი ტრეკი “Sleep on me” მოხვდა Lucifer -ის ეპიზოდში. განსხვავებული და ძალიან კარგი შეგრძნებაა. როცა შრომა ამ სახით გიფასდება და მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც ერთი ოფლის წვეთი, ჩადებული დრო და რესურსი არ დაგეკარგებათ, თუ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეებს.” – წერს ნათია ჭიჭინაძე.

სერიალის შემქმნელები თავად დაუკავშირდნენ ნათიას და ტრეკის გამოყენების უფლებაზე შეუთანხმდნენ.

„ლუციფერი“ ამერიკული სატელევიზიო სერიალია, რომელიც ნილ გეიმანის ლუციფერ კომიქსებზე და ვერტიგოს სემ კეიტზეDC კომიქსების ანაბეჭდზეა დაფუძნებული. სერიალი 2016 წლიდან გამოდის.