29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გამართული ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
ეკატერინე გორგოძის და რუმინელი ირინა ბარასის წყვილი ჩემპიონატზე მე-4 ნომრად იყო განთესილი. გორგოძე და ბარა ფინალურ ეტაპზე პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ეგვიპტელ მაიარ შერიფს შეხვდნენ და გამარჯვება მოიპოვეს (6:3, 2:6, 10:7).
ტურნირის საპრიზო ფონდი 115 ათას დოლარს შეადგენდა.