ქართველი ფოტოგრაფის – სანდრო მამასახლისის ათი ნამუშევარი შტაგერის გალერეადან მსოფლიოში ერთ -ერთ უდიდეს და პრესტიჟულ ფოტო გამოფენა გაყიდვაზე Photo London-ზე იქნება წარმოდგენილი.
სანდრო მამასახლისი პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც Photo London-ზე მოხვდა.
გამოფენა-გაყიდვა 9-12 სექტემბერს, სომერსეტ ჰაუზში გაიმართება.
სანდრო მამასახლისს – ქართული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი მიენიჭა