ამერიკული გამომცემლობა Nova Science Publishers ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს მნიშვნელოვან საჩუქარს სთავაზობს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მიიღებთ.
„Nova Science Publisher 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია“ – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მალე Nova Science Publisher – ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთ, ერთობლივ სიახლეს აანონსებენ.