ნიკა ხარაზიშვილი(90კგ) ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია

ლუქსემბურგში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

ნიკა ხარაზიშვილი 90კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. თორნიკე ფოლადიშვილმა კი, ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საბა ინანეიშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლუქსემბურგში +100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამავე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.