გერმანულენოვანი ჟურნალი Signaturen ბელა ჩეკურიშვილის წიგნის ,,ჯაჭვებიანი კარუსელი” შესახებ რეცენზიას აქვეყნებს. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Verlag Das Wunderhorn GmbH -ის მიერ გამოიცა. წიგნი ნორბერტ ჰუმელტმა თარგმნა. მიმდინარე წელს გერმანულენოვან ჟურნალში Signaturen ასევე ვრცელი რეცენზია მიეძღვნა ბელა ჩეკურიშვილის პოეტურ კრებულს „ნანას ცხენი“