გიორგი მიქაძე Berklee College of Music -ის ასოცირებული პროფესორია

ქართველი  ჯაზ არტისტი –   პიანისტი გიორგი მიქაძე  ბერკლის მუსიკალური კოლეჯის Berklee College of Music (აშშ, ქ. ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი ) ასოცირებული პროფესორი გახდა. სიახლეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ  სოციალური ქსელის მეშვეობით  თავად გიორგი ავრცელებს.  შეგახსენებთ, გიორგი მიქაძე პირველი ქართველი, რომელმაც მანჰეტენის მუსიკის სკოლაში ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო.