ამბობენ თეატრი დღესასწაულია, სადაც შეგიძლია მიხვიდე და ბევრი რამ იხილო. ალბათ, ამიტომაც ერქვა მას ძველად სახილველი. არ ვიცი თქვენ რამდენი სახილველი გინახავთ, მაგრამ თეატრი, რომელზედაც დღეს გიამბობთ ნამდვილად გამორჩეულია სხვებისგან, ის ბათუმში გაიხსნა და მისი ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება — ეს გახლავთ თოჯინების თეატრი ერთ მაყურებლისთვის. დიახ, ეს არის თეატრი მხოლოდ ერთ მაყურებლისთვის. „ქართულ კვირა“ დაუკავშირდა მის ერთ – ერთი დამფუძნებელს და სულისჩამდგმელს, კულტურის ცენტრის „ჰარმონია“ ხელმძღვანელსა და საქველმოქმედო ფონდის „ჰარმონია“ დამფუძნებელს კახაბერ ფირცხალაიშვილს, რომელმაც ისაუბრა საიდან გაჩნდა ასეთი თეატრის შექმნის იდეა და როგორ გაახარეს ბათუმელი მაყურებელი.
თეატრში ადვილად იცვლება დეკორაცია და განათება, ადვილად იშლება და იწყობა. გვინდა საქართველოს ყველა კუთხეში განვათავსოთ ასეთი თეატრები. იდეა უკვე დავაპატენტეთ და ახლა ეს პროექტი, შეიძლება, აწარმოე საქართველოშიც შევიტანოთ.
სხვათა შორის, ყოველი სპექტაკლიდან 10 თეთრი ქველმოქმედებისთვის გადაიდება და ჩემი ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის „ჰარმონიის“ მეშვეობით ადამიანებს დავეხმარებით.“
ერთი მაყურებლის თეატრში სიმბასთან ერთად ტყეში შეიძლება მაუგლი აღმოაჩინოთ და ელზას ახალ თავგადასავალში მეკობრე იპოვოთ. აქ სხვადასხვა ზღაპრის გმირები გაერთიანებულები არიან. სპექტაკლში მონაწილეობს მსახიობი, აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ვახტანგ გიგინეიშვილი. რეჟისორი კი აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწე რევაზ ბაინაზიშვილი გახლავთ.
დაელოდეთ და შეიძლება მალე თქვენს სახლთან ახლოსაც აღმოაჩინოთ თოჯინების თეატრი ერთი მაყურებლისთვის.