ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის მესამე ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს

სლოვაკეთის ქალაქ  კოშიცეში, იუნიორთა  შორის  გრან პრის  მესამე  ეტაპზე , სპორტულ  წყვილებში მედლები გათამაშდა.

8 ქვეყნის 11 მონაწილეს  შორის, ქართველმა სპორტსმენებმა  კარინა საფინამ და ლუკა  ბერულავამ, თავიანთ  სადებიუტო  გამოსვლაში, თავისუფალ პროგრამაში, ყველა კონკურენტზე  მაღალი  ტექნიკური ქულა( 54.92) მოაგროვეს  და  ორი პროგრამის  ჯამში, 168.26  ქულით  მეორე  ადგილი და  ვერცხლის  მედლები მოიპოვეს, რაც   გრან-პრის  ეტაპების ნაწილში ,ქართული ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში  პირველი  შედეგი იყო სპორტული  წყვილების კატეგორიაში.

„ქართველმა სპორტულმა  წყვილმა ურთულესი, ტექნიკური ელემენტებით  დატვირთული  თავისუფალი პროგრამა წარადგინეს,  მხოლოდ  ერთ  რუს სპორტულ  წყვილს  დაუთმეს პირველი პოზიცია და  სეზონის საწყის ეტაპზე სერიოზული კონკურენცია  გაუწიეს    სხვადასხვა  ქვეყნებიდან წარმოდგენილ სპორტულ წყვილებს. ვულოცავთ  კარინა საფინასა  და  ლუკა  ბერულავას  ამ ღირსეულ წარმატებას და  მომავალ უახლოეს  სტარტებზე ჩვენი  ქვეყნისათვის კიდევ ბევრი გამარჯვების მიღწევასა და დამსახურებული მედლების მოპოვებას ვუსურვებთ.“ – ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.