ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, “MUNDUS VINI”-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის – „მეღვინეობა პი“ 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლები მიიღეს:
„თელავის ღვინის მარანი“ 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020, საფერავი კონდოლი 2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012;
„მეღვინეობა შუმი“ 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019, იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019;
„ასკანელი ძმები“ 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019;
„ნაბერაული“ 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020;
„მეღვინეობა წერეთელი“ – საფერავი ქვევრი 2019;
“ყვარლის მარანი” – მუკუზანი;
“დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2015;
„მეღვინეობა ხარება“ – საფერავი 2017;
“რთველისი” – მუკუზანი 2019;
ვერცხლის მედლები მიიღეს:
„ასკანელი ძმები“ 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019;
„მეღვინეობა ხარება“ 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020;
„რთველისი“ – საფერავი 2019;
„მეღვინეობა შუმი“ – ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019;
“ნაბერაული” – ცოლიკოური 2020;
“თელავის ღვინის მარანი“ – სატრაპეზო საფერავი 2018.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული.
“MUNDUS VINI”-ის ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500 ღვინო მონაწილეობდა.
“MUNDUS VINI”-ის კონკურსი 20 წელზე მეტია არსებობს და ყოველწლიურად მასში დაახლოებით 12000 ღვინოა წარმოდგენილი. ღვინოები ყურძნისა და ღვინის საეთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 100 ქულიანი სისტემით ფასდება. ჯილდო Wine Award წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს გაიცემა. კონკურსის ინიციატორია გამომცემლობა Meininger-ი.