მარიამ ქერდიკაშვილი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია

3-6 სექტემბერს, პორტუგალია იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც საქართველოს კანოეს ნაკრების სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ჩვენი ქვეყანა 4 სპორტსმენით არის წარდგენილი: მურმან მალაინა, მარიამ ქერდიკაშვილი, ლიდია სულაბერიძე და ალექსანდრე წივწივაძე. მწვრთნელი: კახაბერ ლომიშვილი.

მარიამ ქერდიკაშვილმა თავისი კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა და 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილით ფინალში გავიდა. ფინალი 5 სექტემბერს 13:15 გაიმართა, სადაც მარიამ ქერდიკაშვილმა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

„ვულოცავთ მთლიანად საქართველოს ამ დიდ წარმატებას, ვულოცავთ მარის და ასევე დიდი მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბატონ კახაბერ ლომიშვლის და ნაკრების ექიმს ბატონ ზაზა აბესაძეს. მადლობა ჩვენს ნაკრებს ასეთი ემოციებისთვის“ – ნათქვამია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.