გვანჯუში საქართველოს შთაგონებით შექმნილი ფერწერული ტილოების გამოფენა გაიმართა

კორეას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქ. გვანჯუში საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეელი მხატვრის, ბ-ნი ჰან ჰე-ვონის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ბ-ნი ჰანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და არაერთი ფერწერული ტილო აქვს შექმნილი საქართველოს შთაგონებით.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, ასევე შედგა ელჩის ინტერვიუები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.