ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. სტეინბეკმა თავისი მოგზაურობა მოგონებებში აღწერა, სადაც საქართველოს შესახებ წერდა:
“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით: რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა ” ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო “…
კავკასიის ამ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, ისინი ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, თუკი პატიოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს თავს, არამედ საქართველოში“.
“საკვირველი ხალხია ეს ქართველები.
საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ მათ ძლიერ სულისკვეთებას კვალიც ვერ დააჩნიეს.
საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც… ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ… მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!”
წყარო: წარმატებული ქართველები ამერიკაში