მაშინ, როდესაც Covid-19-ის პანდემიამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და არაერთი მათგანის მუშაობა სამუდამოდ შეაჩერა, საქართველოს ბაზარზე მოღვაწე სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ კარგი მაგალითი აღმოჩნდა იმის საილუსტრაციოდ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ, თუკი საკმარისად მოინდომებ.
კომპანიაში, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გრძელდებოდა და გრძელდება მიმდინარე მშენებლობები, იგეგმებოდა და იგეგმება ახალი პროექტები. „მეტი დეველოპმენტი“, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობდა, დახმარებოდა საზოგადოებას, რასაც სამომავლოდაც გააგრძელებს.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია აღნიშნავს, „მეტი დეველოპმენტში“ მიაჩნდათ, რომ დანებების უფლება არ ჰქონდათ და შექმნილი ვითარებიდან აუცილებლად უნდა მოენახათ გამოსავალი. სწორედ ამიტომ, კომპანია მთლიანად ახალ რეგულაციებზე გადაეწყო და მუშაობის რეჟიმიც შეიცვალა.
–როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს? როგორ მოახერხა კომპანიის მენეჯმენტმა ადაპტირება და კრიზისის მართვა?
ამისათვის ნამდვილად სერიოზული ადაპტაციის პროცესი გავიარეთ, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოვახერხეთ. შექმნილ ვითარებას მოერგო არა მხოლოდ „მეტი დეველოპმენტის“ მენეჯმეტის რგოლი, არამედ ყველა სახის სამუშაო პროცესი და თითოეული დასაქმებული, რომელიც „მეტი დეველოპმენტშია“. შესაბამისად, კრიზის გადალახვაც შევძელით. ჩვენი ყველა ნაბიჯი გეგმაზომიერი და გულწრფელი იყო. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი – ადამიანების გვერდით დგომა, განსაკუთრებით კი, მათი ამ მძიმე სიტუაციაში დახმარება – არ გვაძლევდა დანებების საშუალებას. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, ამ ყველაფერს გავმკლავებოდით და საზოგადოებისთვის უფრო მეტი სარგებელი მოგვეტანა.
–რეგულაციების დაცვის პარალელურად, რამდენად მარტივი იყოს სამშენებლო პროცესების მართვა ?
-მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად იყო და არის დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან, „მეტი დეველოპმენტისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ადამიანების ჯანმრთელობაა. რეგულაციების დაცვა იყო და არის ის საფუძველი, რის გარეშეც დღეს არანაირი საქმის გაკეთება აღარ შეიძლება. მიმაჩნია, რომ ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა, მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს. რეგულაციების დაცვით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ ყველაზე იმ ადამიანის ჯანმრთელობას, რომლებთანაც მათ ურთიერთობა აქვთ. როგორც ყველა სხვა სტრუქტურა თუ ორგანიზაცია, ჩვენც მაქსიმალურად ვიცავდით დისტანციას. შეხვედრები და სხვა სამუშაო პროცესები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს პირბადის გამოყენებით და გადავეწყეთ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეც.
–პანდემიის პერიოდი აისახა თუ არა სამშენებლო პროცესის ტემპზე, სამუშაოების ვადაზე გვიან დასრულების კუთხით?
-ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ყველა შესაბამის უწყებასთან; კანონისა და რეგულაციების დაცვით ვიღებდით ყველა საჭირო გადაწყვეტილებას, რათა ჩვენი საქმე უსაფრთხოდ გაგვეგრძელებინა და მობინადრეებისთვის დამატებითი დისკოფორტი არ შეგვექმნა, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მიმდინარე სამშენებლო პროცესების ტემპზე არსებული ვითარება საგრძნობლად აისახა.
მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობა გვაქვს, რომლის დასრულებასაც ასობით ოჯახი ელოდება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ისინი გაგებით შეხვდნენ შექმნილ ვითარებას.
–სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, შეღავათები და საშემოსავლო სისტემა რამდენად მნიშვნელოვანი და დროული იყო ბიზნესისთვის?
-ეკონომიკური კრიზისისას კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა უალტერნატივო გამოსავალია. თუ მათ ერთობლივად არ დასახეს მოქმედების გეგმა, მაშინ არაფერი გამოვა. ასე რომ, ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ ეკონომიკის მიმართულებით გაატარა და ის შეღავათები, რაც პანდემიისას მან ბიზნესს მისცა, ძალიან სწორი, დროული და მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, სახელმწიფომ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ამ მიმართულებით დადებითი შედეგი გამოიღო.
–რა სახით აისახა პანდემია გაყიდვების კოეფიციენტზე და თუ მოახერხეთ, ამ მიმართულებითაც, მოკლე პერიოდში მარკეტინგული და გაყიდვების სისტემის გადაწყობა?
-თუ პანდემიის დაწყებამდე კომპანიას მიმიდინარე სამუშაო პროცესების მართვისთვის სჭირდებოდა გარკვეული ძალისხმევა, პანდემიის შედეგ ეს ძალისხმევა 25-30%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჰოლდინგში დასაქმებულთა რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ მათი რიცხვი 35 ადამიანით გაიზარდა. ეს კომპანიისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რაც ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა არ შეჩერებულიყო სამშენებლო პროცესი, ასევე, გავითვალისწინეთ არსებული ეკონომიკური ვითარება და მაქსიმალურად საინტერესო შეთავაზებები შევთავაზეთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზეზი „მეტი დეველოპმენტის“ მარკეტინგული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ რეალობაზე იყო მორგებული.
ძალიან ბევრმა ემიგრანტმა თუ საქართველოში მყოფმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა ის უნიკალური შეთავაზებები, რომლებითაც „მეტი დეველოპმენტი“ მომხმარებლების წინაშე წარსდგა. თუმცა, არსებულმა რეალობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გაყიდვების კოეფიციენტის კლებაზე.
–დღეის მდგომარეობით, რა მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო პროექტებით არის წარმოდგენილი კომპანია?
-დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე პროექტებია „ეკოსითი კრწანისი“ და „ეკოსითი სამგორი“.
„ეკოსითი კრწანისის“ მშენებლობა მალე დასრულდება და საბოლოო სახით ჩაბარდება მობინადრეებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შორის არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 259 მობინადრე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც მეტ სიმწვანეს, სიჯანსაღესა და ეკოლოგიურად სუფთა არქიტექტურულ ნაგებობას აჩუქებს თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებს, ხოლო მობინადრეებს უმაღლეს საცხოვრებელ პირობებს შესთვაზებს. ასეთი სამომავლო პროექტები, რომლებიც სულ მალე დაიწყება, არის „ეკოსითი ჩაჩავა“, „ეკოსითი ვაშლიჯვარი“, „ეკოსითი გორგასალზე“ და „ეკოსითი ყიფშიძეზე“. ყველა მიმიდნარე ობიექტზე, ჯამში, 450-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
–სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რა სახის ღონისძიებები განახორციელა კომპანია „მეტი დეველომენტმა“ პანდემიის პირობებში?
-სოციალურ პასუხისმგებლობას „მეტი დეველოპმენტი“ დაარსების დღიდანვე გრძნობს. ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, რომელთაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებადაც დაუსრულებელი მშენებლობების დასრულება ავირჩიეთ და ქართულ ბაზარზე გავხდით პირველი კომპანია, რომელმაც ბინათმშენებლობით დაზარალებული მობინადრეების დახმარება აქტიურად დაიწყო.
რაც შეეხება პანდემიის პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებს და ზოგადად, სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს, ამ ყველაფერს რეგულარული სახე აქვს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ, საკვები პროდუქტებით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში, ვაწყობთ გამწვანების აქციებს და აქტიურად ვერთვებით ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, ყოველდღიურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ემიგრანტებს და დავეხმაროთ მათ, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. სწორედ ამიტომ, „მეტი დეველოპმენტის“ კომპლექსებში ბინის შეძენისას ემიგრანტები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ,
–რამდენად უსაფრთხო გარემოა დღეს კომპანიაში და როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი?
-როგორც გითხარით, ჩვენ ყველა შესაბამის ინსტრუქციას მივყვებით და ზედმიწევნით ვიცავთ არსებულ რეგულაციებს. მათ შორისაა კომპანიის თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და თანამშრომელთა 90%-ის ვაქცინაციას გულისხმობს.უახლოეს პერიოდში კი აუცილებლად ჩავერთვებით ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაშიც.
–თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ვაქცინაციის დროული და სწრაფი ტემპით უზრუნველყოფა? ვაქცინაციის პროცესის ამ ტემპით გაგრძელება და ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი მასშტაბი რა შედეგზე გაიყვანს თქვენს სფეროს და ზოგადად, ქართულ ეკონომიკას?
-საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ვაქცინაცია, პირბადის ტარებასთან და სოციალური დისტანციის დაცვასთან ერთად, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა. აუცილებელია, მივყვეთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და სრულყოფილად გავიაროთ ვაქცინაციის ორივე ეტაპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ სამშენებლო სექტორი, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკა დამატებით შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.