თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

„Skytrax World Airport Awards 2021“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მერვედ დასახელდა. ინფორმაციას კომპანია TAV Georgia ავრცელებს.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, რიგის, კიევის ბორისპოლის, თბილისის, ბელგრადის, ბრატისლავას, ზაგრებისა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები – 2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.