21 აგვისტოს იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმის “ოთარის სიკვდილის” მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმი წარმოდგენილი იყო საკონკურსო სექციაში THE EAST OF THE WEST.
28 აგვისტოს კი ფილმს კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჯილდო, „FEDEORA AWARD“ გადაეცა.
“ოთარის სიკვდილი“ საქართველოს, ლიეტუვისა და გერმანიის ერთობლივ პროექტია.
ფილმში მთავარ როლებს ივა ქიმერიძე, ნუცა კუხიანიძე, ეკა ჩავლეიშვილი, ვახო ჩაჩანიძე, არჩილ მაკალათია, მარლენ ეგუტია, ნანკა კალატოზიშვილი და დავით როინიშვილი ასრულებენ. ოპერატორია დიმიტრი დეკანოსიძე.