15 წლამდე ძალოსანთა შორის ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საფინალო გამოსვლა დასრულდა. აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეობდა ზუგდიდელი ძალოსანი ირაკლი ვეკუა. ჩვენი ძალოსანისთვის ორი ხელით აკვრა შედარებით დაძაბული გამოდგა და საქმეში ჟიური ჩაერთო. საბოლოო ჯამში ირაკლი ვეკუას მონაგარი ატაცის და ორჭიდის ჯამში ორი მედალი გახლავთ.
„ვულოცავთ ზურაბ ანთაურს აღნიშნული შეჯიბრის წარმატებით დასრულებას, ვულოცავთ ირაკლის და მის პირად მწვრთნელს სლავა ვეკუას მორიგ ევროპულ მედალს. ამით დასრულდა პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვში მიმდინარე ევროპული ზეიმი. გილოცავთ ქართველო ქომაგებო ჩვენი გუნდის ღირსეულ გამოსვლას, დიდი მადლობა თქვენ, რომ ქომაგობთ ქართულ ძალოსნობას.“ – ნათქვამია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.