ნინა თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია.

საქართველოს პარალიმპიური მოძრაობის ისტორიაში, ნინა თიბილაშვილი პირველი პარალიმპიელი ქალია, რომელმაც მაღალი სინჯის მედალი მოიპოვა და ქვეყანა ასახელა.

24 წლის ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორი) 1/8-ფინალში, იტალიელ ლორედანა ტრიგილიას აჯობა (15:9), 1/4-ფინალში კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩს მოუგო შეხვედრა (15:13) და ნახევარფინალში კიდევ ერთ უკრაინელი ევგენია ბრეუსი, დაჯაბნა.

ფინალური შეხვედრა, რომელშიც თიბილაშვილი ჩინელ ბიან ჟინგს შეხვდა, ჩინელის გამარჯვებით დასრულდა და ნინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.