M.G- ის დიზაინერი მეგი გაბუნია ამერიკაში იმყოფება, სადაც, სექტემბერში, M.G- ის ორი გამოფენა იგეგმება ნიუიორკში და კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში (მოდის კვირეულზე Charlotte, North Carolina FW). ამის შესახებ ინფორმაციას თავად მეგი ავრცელებს ფეისბუქ გვერდზე.
„მეგობრებო მინდა მოგიყვეთ ამერიკაში ჩემი ვიზიტის შესახებ.
სექტემბრის თვეში იგეგმება ჩემი ორი გამოფენა ნიუიორკში და ასევე ჩვენება კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში(მოდის კვირეულზე Charlotte,North Carolina FW).
მინდა უფრო მეტ ადამიანს გავაცნო M.G და საქართველოს სახელით ბევრჯერ შევახსენოთ თავი მსოფლიოს“ – წერს მეგი გაბუნია.