ვიდეობლოგის სტუმარი ჩიკაგოში მცხოვრები მომღერალი და კომპოზიტორი ნინო არობელიძეა. სახელით ,,Girl Named Nino” (გოგონა სახელად ნინო), შეერთებულ შტატებში კარგად იცნობენ. ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მას უკვე ასეულობით კონცერტი აქვს ჩატარებული.
ჯაზი, ინდი როკი, სოული, ალტერნატიული როკი, არტ როკი, ბაროკო-პოპი და კლასიკური მუსიკა ის ძირითადი ჟანრებია, რომელთა შეზავებითაც უნიკალურ მუსიკას ქმნის. მას ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, სიმებიან და დასარტყმელ ინსტრუმენტზე ასრულებს. ნინოს გამორჩეული და დასამახსოვრებელი ხმის ტემბრი აქვს.
„ნინო არობელიძე ახალ გზაჯვარედინებს ქმნის პოპმუსიკას, ჯაზს, სოულს და ძალიან მაგარ ბიტბოქსინგს შორის“ – ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი კრიტიკოსი ქართველი მუსიკოსის შემოქმედებაზე. “მის თითოეულ სიმღერაში თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ ჯაზის საფუძველი, რომელიც გრილი და ნატიფი პერკუსიის მიღმა მოგზაურობს” – ეს სიტყვები კი ჩიკაგოს გაზეთ The Chronicle–ის არტკრიტიკოსს ეკუთვნის. „ნინო არობელიძე – სასწაულია“ – ასე ნინოს ბლუზის მუსიკოსი და მწერალი ენდი უილისი აფასებს.
წარმატებული ქართველი მუსიკოსი ამერიკულ ამბავს ვიდეობლოგში თავად გვიყვება და საინტერესო სიახლეებს ექსკლუზიურად ,,ქართულ კვირას“ გვიზიარებს.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"
ინტერვიუში გამოყენებულია Roman Sobus Photography-ის ფოტოები.