პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ ანთაურის გუნდი ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს.
ლევან ოჩიგავამ მთავარი მწვრთნელის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, 117/146/263 კგ. დაძლია და სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.
გარდა ამისა ძალოსანმა აკვრაში ევროპის რეკორდი დაამყარა და საქართველოს რეკორდები ატაცში 2კგ.-ით, აკვრაში 4კგ-ით, ხოლო ორჭიდში 8კგ-ით გააუმჯობესა.