პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიგა ოდიკაძემ ატაცში 79/82/84 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა აკვრაში 94/99/102 კილოგრამს გაართვა თავი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვებული 186 კილოგრამით პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.