თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ხიმშიაშვილი სწავლას ეკონომიკის და ფინანსების მაგისტრატურის პროგრამაზე King’s College London-ში განაგრძობს.
„ლუკას სწავლის და ცხოვრების ხარჯს ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა სრულად დაფარავს.
ლუკას შემოთავაზება ჰქონდა ასევე University of St Andrews-დან, University of Warwick-დან, University of York-დან, მაგრამ სწავლის გაგრძელება ლონდონში, King’s College-ში არჩია.“ – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.