ალექსანდრე კობერიძის ფილმს “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?!” სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.
„ფილმი სექციაში In Focus იქნება წარმოდგენილი. სექცია აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთაც უკვე მიაღწიეს დიდ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.