საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სოფიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 16-წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები 86:76 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

საქართველოს ნაკრებიდან თავი გამოიჩინა თენგო გოგიშვილმა, რომლის ანგარიშზე 27 ქულა და 10 მოხსნაა, ხოლო ლუკა ალავიძემ 18 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ხვდება. შეხვედრა დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება, გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავა.