ასე უყვარდა ოლღას ილია…

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ საარქივო საქმეში #41890 (10 ტომი) ინახება მოგონებები ილია ჭავჭავაძეზეგთავაზობთ მისი ერთერთი თანამედროვისუცხოტომელი მეფუტკრის, დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის მოგონებას (. 2).

„სადაც არ უნდა ყოფილიყო, ილიას მეუღლე მუდამ თან ახლდა. ოლღას ილია სიცოცხლის ბოლომდე უსაზღვროდ უყვარდა. მახსოვს ერთი შემთხვევა: საღამო ხანს ილია ჭავჭავაძესთან ერთად ვისხედით აივანზე, იქვე, წყაროსთან ახლოს. მოახლე, პოლონელი ქალი, აივანზე გამოჩნდა.

_ მანია, _ უთხრა ილიამ, _ ჭიქა წყალი, გეთაყვა!

ის მაშინვე გაბრუნდა და წყაროდან ილიას ჭიქით წყალი მოაწოდა. ოლღა მეორე სართულზე იჯდა და ყველაფერი დაინახა.

…და უცებ ფეხის ხმა გაისმა. ოლღამ მთელი სისწრაფით ჩამოირბინა კიბეები, სირბილითვე გადაკვეთა ის აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით. კიბის ბაქანის გადარბენისთანავე კი ძირს დავარდა და დაიწყო მიწაზე თავის ცემა. ყველანი წამოვცვივდით მის დასახმარებლად, ფეხზე წამოვაყენეთ, თავზე ცივი წყალი მოვუსვით და გრძნობაზე მოვიყვანეთ.

 _ ოლღა, გონს მოდი! შენ ისევ შენსას აგრძელებ. ნუ გავიწყდება, რომ 70 წლისანი ვართ. _ ეუბნება ილია მეუღლეს.

 ოღღამ უსმინა, უსმინა (მას სმენა აკლდა) და შემდეგ უთხრა:

_ დაამთავრე, ილია?! ახლა მე მომისმინე. ნუ გავიწყდება ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა, შენთვის ჭიქა წყლის მოტანა, შენ კი ამ ბედნიერებას მიკლავ!“

 ასე უყვარდა ოლღას ილია.

სოფ. საგურამო      2.07.1936 წ.