ვიდეობლოგის სტუმარი წარსულში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ამიერკავკასიის პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ამერიკაში ,,ქართული ჭიდაობის კლუბის“ დამაარსებელი და მწვრთნელი დავით ფრანგიშვილია.
ნიუ-იორკში, ბრუკლინში მოქმედი ,,ქართული ჭიდაობის კლუბი” ამერიკის მასშტაბით სამ საუკეთესო კლუბში შედის. ამ კლუბის აღსაზრდელები ამერიკის ჩემპიონები არიან და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც ამერიკის სახელით ასპარეზობენ.
კლუბი 11 წლის წინ, დავით ფრანგიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა. თავიდან ეს საქმე ხუთი მოწაფით დაიწყო, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ამერიკის ძიუდოს დიდ ოჯახში თავისი კუთვნილი, საპატიო ადგილი მალევე დაიკავა. მისი აღზრდილები დღეს ამერიკის ძიუდოს ნაციონალური ნაკრების წევრები არიან.
დავით ფრანგიშვილის ბაბუა ჟორჟ ფრანგიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, ასევე ძალოსანი იყო. ოჯახური ტრადიციები უფროსმა ვაჟმა გიორგიმაც გააგრძელა და ის ამერიკისა და პანამერიკის მრავალგზის ჩემპიონია.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"