დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია

დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია, – ამის შესახებ ინფორმაციას საჭადრაკო კლუბი “ნანა” ავრცელებს.

“დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია!6-10 აგვისტოს გაიმართა რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის. წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ. მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით VI ადგილი დაიკავა.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება. მსოფლიო თასი იმართება 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.