საქართველოს უძლიერესი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР–ს განახლებულ რეიტინგში მე–40 ადგილზეა.
ქართველი სპორტსმენი ტორონტოს (კანადა) „მასტერსის“ სერიის ტურნირზე მერვედფინალამდე გავიდა. მესამე წრეში გასვლით მან 90 სარეიტინგო ქულა და 45 ათასი დოლარი საპრიზო მიიღო.
შემდეგი ტურნირი მისთვის „მასტერსი“ ცინცინატში (აშშ) იქნება. მისი პირველი მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი გახდება. მატჩი 16 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 4 მლნ 845 ათასი დოლარია.