ქართული სასახლეები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასახლეების რუკაზე განთავსდა

საქართველოს ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლე ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასახლეების რუკაზე განათავსა.

ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაცია, აერთიანებს რა მსოფლიო მასშტაბით განთქმულ სამეფო რეზიდენციებს, კულტურულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს, 2016 წლიდან  სასახლის დღეს აღნიშნავს. პლატფორმაზე ხდება კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ვიზუალური მასალის განთავსება და მისი პოპულარიზაცია. ყოველწლიურად, ასოციაცია ირჩევს ახალ თემატიკას, რის მიხედვითაც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების გაზიარება ხდება.

„Network of European Royal Residences -ში 1995 წლიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული სასახლე-მუზეუმები და მათზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები გაერთიანდნენ, შექმნეს რა ევროპული სამეფო რეზიდენციების ქსელი.  ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები დღეიდან ამ დიდი სივრცის ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ამ სივრცეს მხოლოდ საქართველო წარმოადგენს. მსოფლიო რუკაზე ვიზიტორს ხელოვნების, ზუგდიდის და წინანდლის სასახლეები შეუძლია ნახოს! ამ დიდი გამარჯვებისა და აღიარებისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომელს ნუცი კაჭახიძეს Nu Tsì,  რომელმაც ამ საქმისათვის დიდი შრომა გასწია. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პირადად Alexandre Crevaux-Asatiani-ს, მისმა აქტივობამ ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი ითამაშა, დიდი მადლობა კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრის მხარდაჭერამ და თანადგომამ ჩვენს სასახლეებს დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა! ვულოცავ ჩვენს ულამაზეს სასახლე-მუზეუმებს ამ დამსახურებულ და სათანადო აღიარებას! Davit Okujava დარწმუნებული ვარ ამ დიდებული რეზიდენციების მაშენებლები ლუვრის, ვერსალის, „გრანდ პალასის“ გვერდით  ქართულ სასახლეებსაც, რომ იხილავდნენ ფრიად იამაყებდნენ.“ წერს გიორგი კალანდია.