1 ოქტომბერს, ქალაქ ციურიხში, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალი “ხიდი: ციურიხი – თბილისი” გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, “კინოპოდიუმში” (Kino Filmpodium) ქართველი ქალი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.
პროგრამა:
„რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და “ატლანტი” (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე);
“ოქროს ძაფი”, “ვალსი პეჩორაზე” და “რამოდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე);
“გრძელი ნათელი დღეები” და “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი);
“კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი);
“სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე);
“დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი);
“დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)’
“ჰორიზონტი” (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი);
“საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე).
„ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. კინოს გარდა, პროგრამა მოიცავს ლიტერატურას, მუსიკას, არქიტექტურასა და ხელოვნებას.
“ხიდი: ციურიხი-თბილისი” მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას. ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.