საქართველოს მწერალთა კავშირმა დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავთან დაკავშირებით პატრიოტული პოეზიის კონკურსის „ძლევაი საკვირველის“ გამარჯვებულები გამოავლინა.
მწერალთა კავშირის ინფორმაციით, დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებულ პატრიოტული პოეზიის კონკურსში „ძლევაი საკვირველი“ გაიმარჯვეს და ოქროს მედლით დაჯილდოვდებიან:
ვახტანგ ღლონტი, ვანო ჩხიკვაძე, ემზარ კვიტაიშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, მზია ხეთაგური, ქეთი დოლიძე, ზაალ ებანოიძე, დავით თედორაძე, ჯემალ ინჯია, თემურ ლანჩავა, მაია მიქაია, ედუარდ უგულავა, ფარნაოზ რაინაული, ნიკა ქვრივიშვილი, ავთანდილ ყურაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, მარინე ცხვედიაშვილი.
დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით კონკურსზე წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდებიან:
გიორგი ბალახაშვილი, ნომადი ბართაია, შარლოტა კვანტალიანი, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ბადრი სულაძე, ბელა ქებურია, ნანა ცინცაძე, თემურ ჭახნაკია, გოჩა ხარანაული.
დაჯილდოების ცერემონიალი და წიგნის პრეზენტაცია „დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“, სექტემბერში გაიმართება.