ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია…

„რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა…

მამაო ჩვენო წაიკითხეს – ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები… როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული `ლიმონკა~ და მტრის მოახლოებას ელოდა. სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა… ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. მათ მტერი საათნახევრის განმავლობაში შეაჩერეს შინდისთან და, საკუთარი სისხლის ფასად, ყველაზე დიდი დანაკარგიც მოუტანეს რუს აგრესორებს.“ – წიგნი „გმირები“