ალექსანდრე კობერიძის ფილმი ფიპრესის ნომინანტია 2021 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” ფიპრესის ნომინანტია 2021 წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

გამარჯვებული გამოვლინდება ფიპრესის კრიტიკოსების მიერ და დაჯილოვდება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.