15 აგვისტოდან, ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, CinéDOC-Tbilisi-ის პარტნიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი (1TV) ფესტივალის ტელედარბაზში გეპატიჟებათ CinéDOC-Tbilisi-ის საუკეთესო კინოკოლექციის სანახავად.
„ეს არის ის 11 საუკეთესო ფილმი, რომელიც წლევანდელი გამოშვებისთვის შევარჩიეთ:
🎥 მზიური, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი | საქართველო
🎥 უმზეო ჩრდილები, რეჟისორი მეჰრდად ოსკუეი | ირანი, ნორვეგია
🎥 სიცოცხლე შებინდებისას, რეჟიროი სილვაინ ბიგელეიზენი | ბელგია, ისრაელი
🎥 ძაღლების შორეული ყეფა, რეჟისორი სიმონ ლერენგ ვილმონტი | დანია
🎥 მოლენბეკის ღმერთები, რეჟისორი რეეტა ჰუჰტანენი | ფინეთი
🎥 ნუ მიმატოვებ, რეჟისორები საბინე ლუბ ბაკერი, ნილს ვან კოვორდენი | ნიდერლანდები, ბელგია
🎥 დონ ჟუანი, რეჟისორი იერჟი სლადკოვსკი | შვედეთი, ფინეთი
🎥 მელანქოლიის სამი ოთახი, რეჟისორი პირიო ჰონკასალო | ფინეთი, დანია, გერმანია, შვედეთი
🎥 სონიტა, რეჟისორი როხსარე გამაგამი | ირანი, გერმანია, შვეიცარია
🎥 ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ, რეჟისორი პაველ ლოზინსკი | პოლონეთი
🎥 თაფლის მიწა, რეჟისორები ლიუბომის სტეფანოვი, თამარა კოტევსკა | მაკედონია“ ნათქვამია CinéDOC-Tbilisi-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
CinéDOC–Tbilisi ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია კავკასიაში, რომელიც საერთაშორისო და ქართულ უნიკალურ შემოქმედებით დოკუმენტურ კინოს აერთიანებს.
ფესტივალის მაყურებელს ყოველწლიურად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს სხვადასხვა თემატიკის შემომედებით დოკუმენტურ კინოს, რომელებსაც საავტორო ხედვა, ორიგინალური ვიზუალური კონცეფცია, სახასიათო პერსონაჟები და ძლიერი ისტორიები აერთიანებს.
ფესტივალის პარტნიორები არიან: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო,ევროკავშირის პროგრამა Creative Europe, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, და სხვ.