თუ თქვენ გსურთ შექმნათ და განავითაროთ თქვენი ინოვაციური სოციალური საწარმო და იმუშაოთ საერთაშორისო ახალგაზრდულ გუნდში ტრენერების და მენტორების დახმარებით, ამაში დაგეხმარებათ საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა “ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისათვის”, რომელიც მიზნად ისახავს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციას, წახალისებას და ახალ შესაძლებლობას, შექმნან ინოვაციური ეკო-სოციალური საწარმოები და მდგრადი თემები თანაბარი შესაძლებლობებით.
პროექტი ხორციელდება ანტრეპრენერთა ასოციაციის ThinkCamp თან თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამა “MEET UP! Youth for Partnership”-ის მიერ, Remembrance, Responsibility, and Future (EVZ) ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
„პროექტის ფარგლებში შეირჩევა 18-დაბ 35 წლამდე 15 ქართველი და 15 გერმანელი მონაწილე, რომლებიც მზად არიან შემოდგომა გაატარონ სოფლად ინოვაციურ სოციალური საწარმოების პროექტებზე სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობა უფასოა და ფარავს მგზავრობასთან, საცხოვრებელსა და კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 20 აგვისტოს ჩათვლით, ან მოგვწეროს: tinatin@entrepreneurs.ge; johannes.pfister@thinkcamp.eu” – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თინა ღოლაძემ “ქართულ კვირასთან” საუბრისას.