უკრაინაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები:
კოვიდვაქცინით შესვლის პირობები
უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.
საზღვარზე მოქალაქემ უნდა წარადგინოს:
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს COVID-19 ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების ფაქტს (ე.წ. COVID-19 ბარათი), ჯანმო-ს მიერ საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალში შეტანილი ვაქცინებით;
სადაზღვევო პოლისი, რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოურ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან უკრაინაში და რომელიც ფარავს COVID-19 მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს და მოქმედებს უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.
ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
ვაქცინირებული პირი თავისუფლდება მობილური აპლიკაციის „вдома“ ჩამოტვირთვისგან.
კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები
უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მოგზაურობა დასაშვებია ნებისმიერი მიზნით.
2021 წლის 05 აგვისტოდან თვითიზოლაცია სავალდებულოა არავაქცინირიებულ პირებისთვის, რომლებიც კვეთენ უკრაინის სახელმწიფო საზღვარს.
მოქალაქე, რომელიც არ არის ვაქცინირებული, ვალდებულია მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს და გააქტიუროს ელექტრონული სერვისი – აპლიკაცია: „вдома“, რომელიც ითვალისწინებს 14 დღიან თვითიზოლაცია/ობსერვაციაზე მყოფი პირის, იზოლაციაში ყოფნის კონტროლს. თუ პირი იმავე ან მომდევნო 14 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარებს PCR ტესტს და მოუვა ნეგატიური პასუხი, რაც ლაბორატორიიდან მიღებული პასუხისთანავე აისახება ზემოხსენებულ პროგრამაში, ის ავტომატურად იხსნება იზოლაციიდან და შეუძლია თავისუფლად გადაადგილება.
მობილური დანართის ჩამოტვირთვის შეუძლებლობის, ჩამოტვირთვაზე უარის თქმის შემთხვევებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოსამსახურე ოფიცერი უარს განაცხადებს მოქალაქის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთაზე.
ამავდროულად, აღნიშნული არ ვრცელდება უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების შემდეგ კატეგორიებზე:
18 წლამდე პირები;
უცხო სახელმწიფოთა ოფიციალური დელეგაციების მეთაურები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე მათი თანმხლები პირები, ვინც შემოდიან უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით;
უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
ევროკავშირის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ექსპერტები, ვინც ჩამოდის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს FRONTEX-ის ფარგლებში ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად;
მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთაშორისო ან ეროვნული (შიდა) სერტიფიკატი ან უცხოური სერტიფიკატი.
მოქალაქემ საზღვარზე ასევე უნდა წარადგინოს:
– უკრაინის საზღვრის კვეთამდე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი;
– სადაზღვევო პოლისი, რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ ან უცხოურ სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან უკრაინაში და რომელიც ფარავს COVID-19 მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს და მოქმედებს უკრაინაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში.
12 წლამდე პირები შესვლა ქვეყანაში დაიშვება ტესტის გარეშე, 12 წლიდან ტესტის ქონა სავალდებულოა.
აღნიშნული სადაზღვევო პოლისის (მოწმობის, სერტიფიკატის) და/ან COVID-19-ზე ჩატარებული ტესტირების ნეგატიური შედეგის ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები უარს მიიღებენ უკრაინაში შესვლაზე.
ტრანზიტით გავლის პირობები
სატრანზიტო ზონაში ტესტი არ არის საჭირო, თუ მოქალაქე არ კვეთს სახელმწიფო საზღვარს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე სარგებლოს ქვეყნის შიგნით ტრანზიტით სავალდებულოა ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებული წესების დაცვა (PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულოა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს მგზავრობამდე, არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.)
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი
უკრაინის მთავრობის ოფიციალური ვებ გვერდი
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდი
ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ერთად, ასევე მოქმედებს ქვეყანაში შესვლისათვის არსებული ზოგადი (სავიზო/უვიზო რეჟიმის) მოთხოვნები.