გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან გერმანიაში შესვლისას სავალდებულო ხდება Covid-19-ის ნეგატიური ტესტის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ან სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ცნობების წარდგენა.
მოცემული რეგულაცია ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოემგზავრებიან. ამასთანავე, ტესტის/ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას. ზემოხსენებული ვალდებულება არ ეხება 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
„1 აგვისტოდან იცვლება ქვეყნების კორონავირუსის გავრცელების მიხედვით კლასიფიკაცია: უქმდება “ჩვეულებრივი” რისკის შემცველი ქვეყნების სია და რჩება მხოლოდ ორი: კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე და ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნები. სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.