მხატვარი სალომე რიგვავა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის პირველი ქართველი ხელოვანი ქალია, ვინც განათლებას ამერიკაში, ენდი უორჰოლის სახელობის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში იღებს.
სალომეს ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა გალერეებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ევროპის წამყვან ქვეყნებში მრავალი გამოფენის მონაწილეა და მის ნამუშევრებს მნახველის მოწონებაც არაერთხელ დაუმსახურებია. სალომე ვიდეობლოგში თავის კარიერის ახალ ეტაპსა და საინტერესო სიახლეებზე საუბრობს.
,,ჩემი ნამუშევრები გულწრფელია და ალბათ ამიტომ იმსახურებს მოწონებას. მათი შექმნისას, ყოველთვის ვცდილობ ჩემი გრძნობები ახლოს მივიტანო მნახველამდე, გადმოვცე რას ვგრძნობ, რას განვიცდი იმ მომენტში. ვფიქრობ, შემოქმედება მაშინ არის ღირებული, როდესაც მისგან გულწრფელი ემოცია მოდის…“
ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"