24 წლის ბილონკა მწარიაშვილი პირველი ქართველი გოგონაა, რომელიც ლონდონის სკოტლანდ იარდის თანამშრომელი გახდა.
განსაკუთრებული როლი მისი პროფესიის არჩევაში სწორედ ნიკამ და მისმა მამამ, დავით ბებოშვილმა ითამაშეს. ნიკა ერთ – ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხოლო დავით ბებოშვილი უშიშროების პოლკოვნიკი იყო.
17 წლის ასაკში, ბილონკამ საემიგრაციო საადვოკატო ფირმაში ადვოკატის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, ხოლო 3 წლის შემდეგ მუშაობა განაგრძო ლონდონში უსაფრთხოების სამსახურის ქოლ ცენტრში, სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა და მეტი ამბიციაც გაუჩნდა.
მან კონკურსის ყველა საფეხური წარმატებით გაიარა. ასევე წარმატებით დაასრულა მოსამზადებელი პერიოდი და ახლა უკვე მუშაობს ქალაქის ერთ – ერთ რაიონში, სადაც კრიმინალი საკმაოდ მაღალია.
ამავდროულად, სკოტლანდ იარდის დაფინანსებით, ბილონკა აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტში პროფესიული პოლიციის ფაკულტეტზე (Professional policing practice) სწავლობს.
ლონდონში ის პოლიტიკითაც დაინტერესდა და პოლიტიკურ ელიტასაც დაუახლოვდა.
სამომავლოდ მას დეტექტივობა სურს და პარალელურად, უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხისთვის, სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას გეგმავს.