დიდი ხნის მეგობრები და შემოქმედებითი პარტნიორები, დემნა გვასალია და კანიე უესტი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ.
„Donda – ამ სახელწოდებით, გრემის 22 ჯილდოს მფლობელი არტისტი, კანიე უესტი რიგით მეათე სტუდიურ ალბომს უშვებს. ალბომის გამოსვლის თარიღი, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე შეიცვალა. დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ ღონისძიება, ატლანტაში, 5 აგვისტოს, მერსედეს-ბენცის სტადიონზე უნდა შედგეს.
ღონისძიების კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იქნება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დემნა, ცნობილ პიროვნებასთან, ბალენსიაგას ბრენდის მიღმა ითანამშრომლებს.
დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.“ – წერს fashionholicsonline.